ფერმერებს ავტომობილებით გადაადგილებისას შხამ-ქიმიკატების შეძენა შეუძლიათ

ფერმერებს ავტომობილებით გადაადგილებისას შხამ-ქიმიკატების შეძენა შეუძლიათ

23-04-2020, 11:48

1560 - ჯერ



ფერმერებს ავტომობილებით გადაადგილებისას შხამ-ქიმიკატების შეძენა შეუძლიათ. თელავის მუნიციპალიტეტის მერი, შოთა ნარეკლიშვილი ქ. თელავში ერთ-ერთ მაღაზიაში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. მერიის ინფორმაციით, მაღაზია ფერმერებისთვის ხელსაყრელ დროს იხსნება, რათა მათ გადაადგილებისთვის განკუთვნილი დროის მონაკვეთში შეძლონ საჭირო პრეპარატების შეძენა. ფერმერების განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან, გადაადგილებისთვის გამონაკლისის დაწესება მათთვის დროული იყო. შეგახსენებთ, რომ რეგიონებში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების მიზნით, 27 აპრილამდე ფერმერებს შეუძლიათ ავტომობილებით გადაადგილდნენ დილის 6-დან 8 საათამდე, ასევე საღამოს 18:00-დან 19:00 საათამდე.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები