თელავის აგრარული ბაზარი გახსნიდან რამდენიმე საათში დააჯარიმეს

თელავის აგრარული ბაზარი გახსნიდან რამდენიმე საათში დააჯარიმეს

27-04-2020, 14:41

1364 - ჯერ



დღეს, თელავის აგრარული ბაზარი გახსნიდან რამდენიმე საათში კვლავ დაიკეტა. მიზეზი მუშაობის თვითნებურად განახლება და მოვაჭრეების მიერ რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობა გახდა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაზრის ადმინიატრაცია 3 ათასი ლარით დააჯარიმა და მუშაობა გაურკვეველი ვადით შეუჩერა. ამ გადაწყვეტილებამ მოვაჭრეების გაიღიზიანა და საკითხი გააპროტესტეს. მათი თქმით, პროდუქტი წინასწარ მოიმარაგეს და თუ ვერ გაყიდიან, დიდი ზარალს ნახავენ. ბაზრის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი იყო. საკითხზე კომენტარი გააკეთა თელავის მერმაც.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები