თელავის აგრარულმა ბაზარმა მუშაობა დაიწყო

თელავის აგრარულმა ბაზარმა მუშაობა დაიწყო

30-04-2020, 11:16

762 - ჯერ



დღეს დილით თელავის აგრარულმა ბაზარმა მუშაობა განაახლა. ადმინისტრაციის განცხადებით, კორონავირუსის გამო დადგენილ ყველა რეგულაციას სრულად იცავენ. მოქალაქეების ტერიტორიაზე შესვლა და გამოსვლა მკაცრად კონტროლდება. მოვაჭრეებს და მომხმარებლებს უტარდებათ თერმოსკრინინგი. ცნობისათვის თელავის აგრარული ბაზარი დაკეტვის შემდეგ 27 აპრილს გაიხსნა, თუმცა რამდენიმე საათში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წესების დარღვევის გამო 3 ათასი ლარით დააჯარიმა და ობიექტი დაიკეტა.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები