კაბალში ორი საბითუმო ბაზარი გაიხსნა

კაბალში ორი საბითუმო ბაზარი გაიხსნა

30-04-2020, 11:50

970 - ჯერ



დღეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში ორი საბითუმო ბაზარი გაიხსნა. ფერმერები კიტრს, პომიდორსა და კარტოფილს ყიდიან. ობიექტებზე შესვლამდე ყველა მანქანა სპეციალური ხსნარებით მუშავდება. ხმოვანი სიგნალი კი მოვაჭრეებსა და მყიდველს, აზერბაიჯანულ და ქართულ ენაზე ორმეტრიანი დისტანციის დაცვას ახსენებს. ეთნიკუური უმცირესობით დასახლებულ სოფელ კაბალში ვითარებას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი გაეცნო . შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხის სოფლებში ფერმერებს მოსავლის რეალიზაციის პრობლემა ექმნებოდათ.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები