ნუკრიანში თვითიზოლაციაში მყოფ 4 მოქალაქეს სპეციალისტებმა კორონავირუსზე ნიმუშები აუღეს

ნუკრიანში თვითიზოლაციაში მყოფ 4 მოქალაქეს სპეციალისტებმა კორონავირუსზე ნიმუშები აუღეს

4-05-2020, 15:41

1352 - ჯერ



სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში თვითიზოლაციაში მყოფ 4 მოქალაქეს, სპეციალისტებმა კორონავირუსზე ნიმუშები აუღეს. მათ შორისაა კორონავირუსით დაინციფირებული თბილისის ერთ- ერთი საავადმყოფოს ექთნის მეუღლეც. ბიოლოგიური მასალა დღესვე ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნება, პასუხები კი დღეს საღამოს ან ხვალ დილით გახდება ცნობილი. სიღნაღის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელის, თენგო მოსულიშვილის განმარტებით, თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს ამ ეტაპზე კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ. ცნობისთვის, თბილისის ერთ-ერთი საავადმყოფოს ექთანი ნუკრიაში 27 აპრილს მეუღლესთან ჩავიდა, რის შემდეგაც სოფელი დატოვა და დედაქალაქში გაემგზავრა. მალევე 70 წლამდე ქალს კორონავირუსი დაუდგინდა.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები