გურჯაანში კორონავირუსზე ტესტირება დაიწყო-ვის ჩაუტარდება იგი?

გურჯაანში კორონავირუსზე ტესტირება დაიწყო-ვის ჩაუტარდება იგი?

8-05-2020, 16:24

1214 - ჯერ



კორონავირუსზე ტესტირება გურჯაანის მუნიციპალიტეტშიც აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე კოვიდ 19-ზე PCR-ტესტი 151 ადამიანს ჩაუტარდა, ესენი არიან სააფთიაქო ქსელის, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პერსონალი და საკარანტინო სივრცეში მყოფი ბენეფიციარები. ყველას პასუხი უარყოფითია. დღეს ტესტირება ჩაუტარდა საოჯახო ტიპის სახლ ,,ხელი ხელს,, ბენეფიციარებსაც. მათი ნაცხის ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა. პასუხები ხვალ გახდება ცნობილი. 9 მაისიდან კოვიდ ცხრამეტზე კვლევები სამედიცინო პერსონალსაც ჩაუტარდება.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები