გურჯაანში გარევაჭრობა თვითნებურად დაიწყეს

გურჯაანში გარევაჭრობა თვითნებურად დაიწყეს

11-05-2020, 14:20

1071 - ჯერ



გურჯაანში ბაზრისა და სანაპიროს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა თვითნებურად დაიწყეს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სასმახურმა მათ გაფრთხილება მისცა და პროდუქციის გაყიდვა აუკრძალა. ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, მოსახლეობას ვაჭრობის უფლება მხოლოდ საცხოვრებელი სახლის წინ და სოფლებში, გზის პირებზე აქვთ, ქალაქში კი გარევაჭრობა აკრძალულია. გამყიდველები მერიას სთხოვენ, რომ სანამ ბაზარი გაიხსნება სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციის უფლება მისცენ.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები