გურჯაანში გამყიდველები გარევაჭრობის დაშვებას ითხოვენ

გურჯაანში გამყიდველები გარევაჭრობის დაშვებას ითხოვენ

11-05-2020, 22:34

662 - ჯერ



გურჯაანში ბაზრისა და სანაპიროს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა თვითნებურად დაიწყეს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სასმახურმა მათ გაფრთხილება მისცა და პროდუქციის გაყიდვა აუკრძალა. ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, მოსახლეობას ვაჭრობის უფლება მხოლოდ საცხოვრებელი სახლის წინ და სოფლებში, გზის პირებზე აქვთ, ქალაქში კი გარევაჭრობა აკრძალულია. გამყიდველები მერიას სთხოვენ, რომ სანამ ბაზარი გაიხსნება, სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციის უფლება მისცენ.

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები