კახეთში ინფრასტრუქტურული პროექტები განახლდა

კახეთში ინფრასტრუქტურული პროექტები განახლდა

14-05-2020, 04:47

598 - ჯერ



სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი სოფელ ოსიაურში ახალი სკოლის მშენებლობის პროცესს, სოფელ მატანში კი ახლადაშენებულ ამბულატორიაში არსებულ ვითარებას გაეცნენ. ცნობისთვის, რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ოთხი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. სოფელ ოსიაურის სკოლის სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს, პროექტის ჯამური ღირებულება 1 მლნ. 200 ათასი ლარია და 2020 წლის ბოლოს დასრულდება. რაც შეეხება სოფელ მატანში ახლადგახსნილ ამბულატორიას, მისი მშენებლობა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა და პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 72 000 ლარი შეადგინა. ამბულატორიაში, როტაციის წესით 3 ექიმისა და 3 ექთნისაგან შემდგარი 3 ჯგუფი მუშაობს. ვიდეომასალა კახეთის სამხარეო ადმინისტრაციამ მოგვაწოდა.

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები