კახეთში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია

კახეთში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია

14-05-2020, 04:55

540 - ჯერ



ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება. ამჯერად ლუგარის ცენტრში 192 ნიმუში გაიგზავნა. აქედან 105-ის ტესტირების შედეგი დილით გახდა ცნობილი და ყველა ნეგატიურია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონული განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით, თვითიზოლაციაში იმყოფება 34, 11 საკარანტინე სივრცეში კი 473 მოქალაქე რჩება. ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე საკარანტინე სივრცეებიდან. ასევე მიმდინარეობს გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირებაც. სულ კახეთში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 2407 ნიმუში, აქედან 894 მედპერსონალია.

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები