14 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია თამარობას აღნიშნავს

14 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია თამარობას აღნიშნავს

14-05-2020, 11:02

529 - ჯერ



დღეს თამარობაა. მართლმადიდებელი ეკლესია კეთილმორწმუნე მეფის, თამარის ხსენების დღეს აღნიშნავს. თამარ მეფე საქართველოს 1184 წლიდან მართავდა, მანამდე კი, 1179 წელს, გიორგი მესამემ თანამოსაყდრედ გამოაცხადა. მეფე თამარი წარმატებული მმართველი აღმოჩნდა. მისი წინამძღოლობით ქართველებმა არაერთ ბრძოლაში გაიმარჯვეს. ქართულმა ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა. თამარობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება, 31 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია თამარის მიცვალებას აღნიშნავს, 14 მაისს კი, მისი ხსენების დღე, საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენიდან, 1917 წლიდან აღინიშნება.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები