სახლში დარჩენილმა გურჯაანელმა მარინე ზარდიაშვილმა ქათმისა და ინდაურის ფერმა გააკეთა

სახლში დარჩენილმა გურჯაანელმა მარინე ზარდიაშვილმა ქათმისა და ინდაურის ფერმა გააკეთა

14-05-2020, 19:07

3097 - ჯერ



კორონავირუსის გამო სახლში დარჩენა ბევრმა ნაყოფიერად გამოიყენა. ჟურნალისტმა მარინე ზარდიაშვილმა ახალი ბიზნესი წამოიწყო. მან გურჯაანში ქათმებისა და ინდაურის ფერმა გააკეთა. 50 წიწილა, 12 ინდაურის ჭუკი და პეკინური იხვები ჰყავს. შემოდგომამდე კიდევ დამატებით ასობით ფრინველის გაზრდას აპირებს. მისი გამოთვლით, ეს ბიზნესი მომგებიანია, რადგან სოფლის კვერცს, ქათამსა და ინდაურს ყველა ყიდულობს. სახლში დარჩენამ ჟურნალისტს სხვა იდეებიც გაუჩინა. გადაწყვიტა საუკუნოვან მამა-პაპეულ სახლში საოჯახო სასტუმრო გააკეთოს. ტურისტებს კი თავისი გაზრდილი ფრინველის ხორცსა და კვერცხს შესთავაზებს.

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები