სილამაზის სალონები გაიხსნა,თუმცა მომსახურება გაძვირდა

სილამაზის სალონები გაიხსნა,თუმცა მომსახურება გაძვირდა

18-05-2020, 12:23

387 - ჯერ

დღეს გურჯაანში სილამაზის სალონები გაიხსნა, თუმცა მომსახურება გაძვირდა. თმის შეჭრა, დავარცხნა, შეღებვა 2 ლარით ძვირი ღირს. სტილისტების ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ისინი დამატებით სადეზინფექციო საშუალებებს ყიდულობენ, გარდა ამისა, გაძვირდა თავის მოვლის საშუალებები, სწორედ ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მომსახურება გაეძვირებინათ. რაც შეეხება რეგულაციებს, სალონში მისვლამდე მომხარებელი წინასწარ უნდა ჩაეწეროს, შემდეგ კი პირბადით მივიდეს. სივრცეში შესვლამდე მომმხარებელი დეზობარიერს გადის. მას ხელებს სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით უმუშავებენ. სტილისტები აცხადებენ, რომ ორთვიანი იძულებითი შვებულება მათ ფინანსურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახა და დაახლოებით 3 ათას ლარამდე ზარალი მიიღეს. რაც შეეხება მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას, ისინი 300 ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებენ.скачать dle 10.3фильмы бесплатно

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები