კახეთში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია

კახეთში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია

18-05-2020, 12:53

136 - ჯერ

კახეთში Covid-19-ის არცერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება. ლუგარის ცენტრში გაგზავნილი 9 ნიმუშიდან ყველა პასუხი ნეგატიურია. ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 13, ათ საკარანტინე სივრცეში კი 411 მოქალაქე იმყოფება. პარალელურად ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. ასევე მიმდინარეობს გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირებაც, კერძოდ იკვლევენ სამედიცინო პერსონალს, ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლებს, შშმ პირებისა და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარებსა და მათ მომვლელებს, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლებს, კარანტინში მყოფ პირებსა და საბაჟოს თანამშრომლებს. კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 2784 ნიმუში, აქედან 963 მედპერსონალია, 784 საკარანტინე სივრცეში მყოფი პირი, საბაჟოს 74 თანამშრომელი და 110 შშმ პირი.
скачать dle 10.3фильмы бесплатно

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები