დღეს და ხვალ საქართველოში ამინდი გაუარესდება

დღეს და ხვალ საქართველოში ამინდი გაუარესდება

18-05-2020, 13:37

811 - ჯერ



18-19 მაისს საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს-ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში საქართველოს დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსია მოსალოდნელი. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
20-21 მაისს მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 21 მაისს +30, +35 გრადუსამდე მოიმატებს.
ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. 18 მაისს, დღის მეორე ნახევრიდან და 19 მაისს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 18-20 მაისს +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 21 მაისს +32 გრადუსამდე მოიმატებს.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები