რა სერვისების მიწოდება განაახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ

რა სერვისების მიწოდება განაახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ

18-05-2020, 15:38

161 - ჯერ

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მოქალაქეებს ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში მოემსახურება და COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების გამო შეზღუდული სერვისების მიწოდებას დღეიდან აახლებს. შსს-ს ინფორმაციით, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, მომსახურების სააგენტო სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, სერვისების მისაღებად პირბადით გამოცხადდნენ. დღეიდან მოქალაქეებს ასევე შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდით. იმ პირებს, ვისაც ჩაბარებული აქვთ მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა, საშუალება ეძლევათ, ისარგებლონ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების სერვისით. ასევე, უწყების ინფორმაციით, აღდგა ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის სერვისი.
ამ ეტაპზე, მომსახურების სააგენტოში დროებით არ ხორციელდება:
- სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე ელექტრონული რიგის დაჯავშნა და თეორიული გამოცდის მიღება;
- ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები.
რაც შეეხება ცნობებს პირის ნასამართლობის, პირის მსჯავრდების, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის, პირის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის და იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, ამ ეტაპზე განაცხადის მიღება ხდება მხოლოდ ელექტრონული ფორმით, სააგენტოს ვებგვერდიდან.
სატრანსპორტო საშუალების საბაჟო და სარეგისტრაციო მომსახურება ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.скачать dle 10.3фильмы бесплатно

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები