“წარაფი” - გურჯაანის რაიონს ქართული ღვინის ახალი ადგილწარმოშობის დასახელება შეემატა

“წარაფი” - გურჯაანის რაიონს ქართული ღვინის ახალი ადგილწარმოშობის დასახელება შეემატა

18-05-2020, 15:56

1418 - ჯერ



საქართველოში რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებების რეესტრს “წარაფი” დაემატა. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის მიერ, შესაბისი პროცედურების დასრულების შესაბამისად, ქართული ღვინის ახალი ადგილწარმოშობის დასახელებაზე “წარაფი” ა(ა)იპ კარდენახის ღვინის სახელზე რეგისტრაციის მოწმობა გაიცა.
საქპატენტის ინფორმაციით, ექსპერტიზამ დაადასტურა აღნიშნული ღვინის განსაკუთრებულობა, რომელიც განპირობებულია გეოგრაფიული არეალითა და ზონით, ყურძნის დამუშავებით, ღვინის დამზადების წესით, კავშირით ღვინის განსაკუთრებულ ხარისხს, რეპუტაციასა და გეოგრაფიულ ადგილს შორის და სხვა მახასიათებლებით.
“წარაფის“ მიკროზონა მდებარეობს გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახის ადმინის¬ტრა¬ციულ ტერიტორიაზე, მზადდება მხოლოდ წარაფის მიკროზონაში მოწეული რქაწითელის ჯიშის ყურძნიდან, რომელსაც შეიძლება დაემა¬ტოს 15%-მდე კახური მწვანის და/ან ხიხვის ჯიშის ყურძენი. დაუშვებელია სხვა ჯიშე¬ბის გამოყენება. აღსანიშნავია, რომ „წარაფი“ მზადდება მხოლოდ მწიფე ყურძნისაგან.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები