კახეთში ლუგარის ცენტრიდან მოსული 103 ნიმუშის პასუხი ნეგატიურია

კახეთში ლუგარის ცენტრიდან მოსული 103 ნიმუშის პასუხი ნეგატიურია

19-05-2020, 10:53

787 - ჯერ



კახეთში ეპიდსიტუაცია სტაბილურია. ამ დრომდე რეგიონში Covid-19-ის არცერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება. ლუგარის ცენტრში გაგზავნილი 118 ნიმუშიდან 103-ის ტესტირების შედეგი ნეგატიურია. დანარჩენის პასუხი დღის განმავლობაში გახდება ცნობილი. ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 15, ათ საკარანტინე სივრცეში კი 405 მოქალაქე იმყოფება. პარალელურად ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. ასევე მიმდინარეობს გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირებაც, კერძოდ იკვლევენ სამედიცინო პერსონალს, ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლებს, შშმ პირებისა და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარებსა და მათ მომვლელებს, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლებს, კარანტინში მყოფ პირებსა და საბაჟოს თანამშრომლებს. კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 2784 ნიმუში, აქედან 963 მედპერსონალია, 784 საკარანტინე სივრცეში მყოფი პირი, საბაჟოს 74 თანამშრომელი და 110 შშმ პირი.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები