კახეთი მწვანე ზონაა

კახეთი მწვანე ზონაა

20-05-2020, 11:47

211 - ჯერ

კახეთი მწვანე ზონაა. Covid-19 -ის არცერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ რეგისტრირდება.თვითიზოლაციაში იმყოფება 18 მოქალაქე. 4 მოქალაქე მოიხსნა თვითიზოლაციიდან.რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 10 ლოკაციაზე იმყოფება 404 მოქალაქე. ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. ასევე მიმდინარეობს გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირებაც, კერძოდ სამედიცინო პერსონალი, შშმ პირების და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელები, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლები, კარანტინში მყოფი პირები და კარანტინის მომსახურე სასტუმროს პერსონალი, საბაჟოს თანამშრომლები. სულ კახეთში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 3190 ნიმუში, აქედან 1079 მედპერსონალია.скачать dle 10.3фильмы бесплатно

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები