დღეიდან სად უნდა აიღონ ფერმერებმა აგრობარათები და საწვავის ვაუჩერი?

დღეიდან   სად  უნდა  აიღონ  ფერმერებმა   აგრობარათები  და  საწვავის ვაუჩერი?

20-05-2020, 12:13

1181 - ჯერ



დღეიდან კახეთში აგრობარათებისა და დიზელის საწვავის ფასდაკლების ბარათების გაცემა დაიწყო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, ყველა ფერმერი ინფორმირებულია და ამ საკითხში მათთან ერთად სოფლებში მერის წარმომადგენლებიც არიან ჩართული. სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეღავათებით ის ფერმერები სარგებლობენ, ვისაც 0,25 ჰექტარი და მეტი მიწის ნაკვეთი აქვს საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული. ფერმერებმა აგრობარათების მისაღებად სს „ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერ ფილიალს უნდა მიმართონ, ხოლო საწვავის ფასდაკლების ბარათები ქალაქ გურჯაანში, სანაპიროს ქუჩაზე მდებარე სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურში ,ასევე გურჯაანის მერიაში, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში გაიცემა. აგრობარათების განაღდება კი აგრომაღაზიებში, ხოლო საწვის ვაუჩერებს სოკარის ავტოგასამართ სადგურებზე გაანაღდებენ. შეგახსენებთ, რომ ერთ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე აგრობარათზე 200 ქულაა, ხოლო 150 ლიტრა საწვავის 1 ლარით იაფად ყიდვა შეუძლიათ.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები