დღეიდან აგრობარათებისა და დიზელის საწვავის ფასდაკლების ბარათების გაცემა დაიწყო

დღეიდან აგრობარათებისა და დიზელის საწვავის ფასდაკლების ბარათების გაცემა დაიწყო

20-05-2020, 23:54

1038 - ჯერ

დღეიდან აგრობარათებისა და დიზელის საწვავის ფასდაკლების ბარათების გაცემა დაიწყო. გურჯაანის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლის,ვანო ბასილაშვილის განმარტებით, ფერმერებს ინფორმაციას აწვდიან და ამ საკითხში მათთან ერთად სოფლებში მერის წარმომადგენლებიც არიან ჩართული. სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეღავათებით ის ფერმერები ისარგებლებენ, ვისაც 0,25 ჰექტარი და მეტი მიწის ნაკვეთი აქვს საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული. მათ აგრობარათების მისაღებად სს „ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერ ფილიალს უნდა მიმართონ, ხოლო საწვავის ფასდაკლების ბარათები ქალაქ გურჯაანში, სანაპიროს ქუჩაზე მდებარე სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურში ,ასევე გურჯაანის მერიაში, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში გაიცემა. აგრობარათებს აგრომაღაზიებში, საწვავის ვაუჩერებს კი სოკარის ავტოგასამართ სადგურებზე გაანაღდებენ. შეგახსენებთ, რომ ერთ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე აგრობარათზე 200 ქულაა დარიცხული, ხოლო საწვავი 150 ლიტრი. ანტიკრისული გეგმის შესახებ შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფერმერებს პირადად მიაწოდა. მისი თქმით, გათვალისწინებული პროგრამები პირდაპირი დახმარების გარდა, აგრარულ სექტორს საშუალებას აძლევს, პანდემიით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, წვდომა ჰქონდეს ფინანსურ რესურსზე, რაც მეურნეობის გაფართოებასა და განვითარებაში დაეხმარება.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები