კახეთში ლუგარის ცენტრიდან მოსული 205 ნიმუშის პასუხი ნეგატიურია

კახეთში ლუგარის ცენტრიდან მოსული 205 ნიმუშის პასუხი ნეგატიურია

20-05-2020, 23:56

109 - ჯერ

კახეთი კვლავ „მწვანე ზონად“ რჩება. ამ დრომდე რეგიონში ტესტირება 2784 ადამიანს ჩაუტარდა და კოვიდ 19 არცერთ მათგანს არ აღმოაჩნდა. ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 18, ათ საკარანტინე სივრცეში კი 404 მოქალაქე იმყოფება. პარალელურად ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე საკარანტინე სივრცეებიდან. ასევე მიმდინარეობს გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების შემოწმებაც, კერძოდ იკვლევენ სამედიცინო პერსონალს, ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლებს, შშმ პირებისა და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარებსა და მათ მომვლელებს, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლებს, კარანტინში მყოფ პირებსა და საბაჟოს თანამშრომლებს.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები