საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და ე.წ. კომენდანტის საათი აღარ გაგრძელდება

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და ე.წ. კომენდანტის საათი აღარ გაგრძელდება

21-05-2020, 11:48

524 - ჯერ

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და ე.წ. კომენდანტის საათი აღარ გაგრძელდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

„ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდგომ, ჩვენი პასუხისმგებლობა, როგორც მთავრობის , ასევე თითოეული მოქალაქის კიდევ უფრო იზრდება და მოთხოვნა პირბადის,სოციალური დისტანციის და ასე შემდეგ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. დღეს მსოფლიოში უკვე ღიად საუბრობენ კორონავირუსის მეორე ტალღის საფრთხეზე და ეს ყველაფერი არის გასათვალისწინებელი, როდესაც გადაწყვეტილებებს ვიღებთ. უნდა გვესმოდეს, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შესაბამისად, ჩვენ გარკვეული შეზღუდვები ქვეყანაში დაგვჭირდება. ეს ის შეზღუდვებია, რომლებიც აუცილებელია რომ გავუმკლავდეთ ვირუსს და ფრთხილად და ეფექტურად ავამუშაოთ ეკონომიკა",- განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს ამოქმედაა და 22 მაისის ჩათვლით არის გამოცხადებული.скачать dle 10.3фильмы бесплатно

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები