ლაგოდეხსა და დედოფლისწყაროში სოფლის განვითარების ახალი პროგრამა განხორციელდება

ლაგოდეხსა და დედოფლისწყაროში სოფლის განვითარების ახალი პროგრამა განხორციელდება

21-05-2020, 12:16

120 - ჯერ

კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სოფლის განვითარების ახალი პროგრამა კახეთის ორ სამიზნე მუნიციპალიტეტში - ლაგოდეხსა და დედოფლისწყაროში განხორციელდება. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ მუნიციპალური სამუშაო ჯგუფების შექმნაზე, სადაც მოხდება სხვადასხვა უწყების წარმომადგენელთა ჩართვა და სოფლის განვითარების მიმართულებით წინადადებებისა და პროექტების განხილვა.

"გაეროს განვითარების პროგრამა ევროკავშირის დაფინანსებით იწყებს სოფლის განვითარების ახალ პროგრამას, რომელიც კახეთის რეგიონში მოიცავს ორ მუნიციპალიტეტს - ლაგოდეხს და დედოფლისწყაროს. პროგრამის მთავარი მიზანია სოფლად ეკონომიკური დივერსიფიკაციის ხელშეწყობა, დამატებით სამუშაო ადგილების შექმნა არასასოფლო -სამეურნეო მიმრათულებით, როგორიც არის მაგალითად აგრო ტურიზმი, ეკოტურიზმი გადამამუშავებელი მიმართულება, ასევე გარემოს დაცვის კომპონენტი და სოციალური ასპექტები. პროგრამა განხორციელდება სოფლისა და სოფლის განვითარების სააგენტოს მეშვეობით"- განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის გენერალურმა მენეჯერმა, ნოდარ კრესელიძემ.
"დღევანდელი შეხვედრის დედააზრი გახლდათ ის, რომ მომხდარიყო ლაგოდეხისა და დედოფლიწყაროს იმ აქტივობების იდენტიფიცირება, რომელიც უშუალოდ არ იქნება დაკავშირებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის შექმნასთან, მაგრამ დიდი მნიშვნელობა ექნება ეკონომიკის განვითარებისთვის. ლაგოდეხთან მიმართებაში ჩვენი წინადადება იყო თანამედროვე სტანდარტების, საბითუმო აგრო-ბაზარის შექმნა, რაც აქამდეც არსებობს, თუმცა განვითარების ახალი დონიდან და ახალი რეგულაციებიდან გამომდინარე, გაცილებით უკეთესად მოწესრიგებული და დარეგულირებული ასეთი ახალი ბაზები უნდა შეიქმნას." - აღნიშნა კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა.скачать dle 10.3фильмы бесплатно

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები