რა საბუთია საჭირო აგრობარათებისა და საწვავის ფასდაკლების ვაუჩერის მისაღებად?

რა საბუთია საჭირო აგრობარათებისა და საწვავის ფასდაკლების ვაუჩერის მისაღებად?

21-05-2020, 23:37

537 - ჯერ

აგრობარათებისა და დიზელის საწვავის ფასდაკლების ბარათების გაცემა აქტიურად მიმდინარეობს. გურჯაანში სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლის ინფორმაციით, გუშინ მათმა სამსახურმა 100-მდე დიზელის საწვავის ვაუჩერი გასცა. იმისათვის რომ ფერმერებმა კუთვნილი აგრობარათი და საწვავის ვაუჩერი მიიღონ, აუცილებელია მხოლოდ პირადობის მოწმობა და პირბადე იქონიონ. აგრობარათი იმ ფერმერებზე გაიცემა, ვისაც 0,25-დან 10 ჰექტრის ჩათვლით მიწის ნაკვეთი აქვთ, ხოლო საწვავზე ფასდაკლების ვაუჩერს ის ბენეფიციარები იღებენ, ვისაც 0,25 ჰექტარიდან 100 ჰექტრის ჩათვლით მიწის ნაკვეთი აქვს საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული. ფერმერებმა აგრობარათების მისაღებად სს „ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერ ფილიალს უნდა მიმართონ, ხოლო საწვავის ფასდაკლების ბარათები ქალაქ გურჯაანში, სანაპიროს ქუჩაზე მდებარე სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურში, ასევე გურჯაანის მერიაში, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში გაიცემა. აგრობარათებს აგრომაღაზიებში, ხოლო საწვავის ვაუჩერებს სოკარის ავტოგასამართ სადგურებზე გაანაღდებენ. შეგახსენებთ, რომ ერთ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე აგრობარათზე 200 ქულაა დარიცხული, ხოლო საწვავი 150 ლიტრი.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები