კახეთის ორ მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების პროგრამა განხორციელდება

კახეთის ორ მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების პროგრამა განხორციელდება

23-05-2020, 08:00

153 - ჯერ

კახეთის ორ მუნიციპალიტეტში,ლაგოდეხსა და დედოფლისწყაროში სოფლის განვითარების პროგრამა განხორციელდება. პირველ ეტაპზე შეიქმნება სამუშაო ჯგუფი და სხვადასხვა უწყების თანამშრომლებით დაკომპლექტდება. ისინი მუნიციპალიტეტებში შეისწავლიან სოფლის განვითარებისთვის საჭირო წინადადებებს და პროექტებს განიხილავენ. პროგრამა გაეროს განვითარების პროგრამების მხარდაჭერით განახორციელდება. საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა კახეთის სამხარეო ადმინისტრციაში გაიმართა, რომელსაც მხარის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და გაეროს განვითარების პროგრამების გენერალური მენეჯერი ნოდარ კერესელიძე ესწრებოდნენ. მათი განმარტებით, პროგრამის მთავარი მიზანია სოფლად ეკონომიკური დივერსიფიკაციის ხელშეწყობა, დამატებით სამუშაო ადგილების შექმნა არასასოფლო -სამეურნეო მიმრათულებით, როგორიც არის მაგალითად აგრო ტურიზმი, ეკოტურიზმი გადამამუშავებელი მიმართულება და სხვა. ვიდეო მასალა კახეთის სამხარეო ადმინისტრაცის პრეს-სამსახურმა მოგვაწოდა.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები