ჭაბუკიანი-ონანურის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია განახლდა

ჭაბუკიანი-ონანურის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია განახლდა

23-05-2020, 08:02

620 - ჯერ



ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ჭაბუკიანი-ონანურის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია განახლდა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. 900 მეტრიან მონაკვეთზე დაიგება ასფალტის საფარი და მოეწყობა გარე განათების სისტემა. პროექტის ღირებულება დაახლოებით 195 ათასი ლარია. სამუშაოები კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა და ლაგოდეხის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა დაათვალიერეს. ვიდეომასალა კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურმა მოგვაწოდა.

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები