რატომ აღვნიშნავთ 26 მაისს?

რატომ აღვნიშნავთ 26 მაისს?

26-05-2020, 13:07

888 - ჯერ



26 მაისი საქართველოში დამოუკიდებლობის დღეა. 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმაც ცნეს, თუმცა 3 წელში იგი საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპირებული იქნება. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა ორმა დიდმა მოვლენამ - მე-19 საუკუნის დასაწყისში ჩასახულმა ეროვნულმა მოძრაობამ და პირველმა მსოფლიო ომმა - განაპირობა.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები