8 ივნისიდან საქართველოში რესტორნები და სასტუმროები გაიხსნება

8 ივნისიდან   საქართველოში რესტორნები  და სასტუმროები  გაიხსნება

27-05-2020, 11:56

816 - ჯერ



საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 8 ივნისიდან, აღდგება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში.ამასთანავე, გაიხსნება სასტუმროები.
„ეს ნიშნავს იმას, რომ რესტორნებს სრულად შეეძლებათ მუშაობა. 8 ივნისიდან ასევე გაიხსნება სასტუმროები, მხოლოდ ის სასტუმროები, რომლებსაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმება და ექნებათ ამაზე კონკრეტული სახის ნებართვა. ეს ნაბიჯები მიღებულია, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, მათი სოციალური და ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები