კახეთში ლუგარიდან მიღებული 71 ნიმუშიდან ყველა ნეგატიურია

კახეთში ლუგარიდან მიღებული 71 ნიმუშიდან ყველა ნეგატიურია

28-05-2020, 07:50

535 - ჯერ



კახეთში კორონავირუსზე კვლევები გრძელდება. ბოლო მონაცემებით, რეგიონი ისევ „მწვანე ზონაა“. ამ დრომდე ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ლუგარიდან მიღებული 71 ნიმუშიდან ყველა ნეგატიურია. რეგიონში საკარანტინო ზონების რაოდენობა 7-მდე შემცირდა და კარანტინის რეჟიმში 244 მოქალაქე იმყოფება. თვითიზოლაციას კი 20 ადამიანი გადის. დაავადებათა კონტროლის კახეთის რეგიონული განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, პარალელურად თელავის მუნიციპალიტეტში სეროპრევალენტობის კვლევა ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაავადების გავრცელების შესწავლის მიზნით ქვეყნის ყველაზე დაზიანებული და ყველაზე სუფთა მუნიციპალიტეტების,ბოლნისისა და თელავის შედარება მოხდება. სპეციალისტებმა ჯამში 150 ნიმუში აიღეს, რომელთა შედეგები ჯერ ცნობილი არ არის.

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები