ჩუმლაყში წმინდა მარიამის ეკლესიის უბანში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ჩუმლაყში წმინდა მარიამის ეკლესიის უბანში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

28-05-2020, 07:58

754 - ჯერ



2 კვირაში ჩუმლაყში წმინდა მარიამის ეკლესიის უბანში მცხოვრებ მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა აღარ ექნება. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, 400 მეტრზე 9 სანტიმეტრიანი ასფალტის საფარისა და სანიაღვრე არხის მოწყობა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ბილტმორი,, ახორციელებს. ჯამში რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 192 ათას ლარამდე იხარჯება. მოსახლეობის განმარტებით, წლების განმავლობაში სავალი ნაწილი იმდენად დაზიანებული იყო, რომ გადაადგილება უჭირდათ.

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები