კახეთში ლუგარის ცენტრიდან მოსული 50 ნიმუშის პასუხი ნეგატიურია

კახეთში ლუგარის ცენტრიდან მოსული 50 ნიმუშის პასუხი ნეგატიურია

28-05-2020, 11:02

663 - ჯერ



კახეთში ლუგარის ცენტრიდან მოსული 50 ნიმუშის ტესტირების შედეგი ნეგატიურია. კახეთი კვლავ „მწვანე ზონაა“. რეგიონში ამ დრომდე Covid-19 -ის არცერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება.
თვითიზოლაციაში 19, 6 საკარანტინე სივრცეში კი 212 მოქალაქე იმყოფება.
პარალელურად ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. ასევე მიმდინარეობს გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირებაც, სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 3894 ნიმუში, აქედან 1229 მედპერსონალია, 1455 კარანტინის ვიზიტორების და სასტუმროს პერსონალი, შშმ პირი კი 223.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები