„ეს გამოცხადებები, განსაცდელი, ყველაფერი უწყობს ხელს, რომ ჩვენც ავმაღლდეთ, ეს ყველაფერი ჩვენთვისა“ - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

„ეს გამოცხადებები, განსაცდელი, ყველაფერი უწყობს ხელს, რომ ჩვენც ავმაღლდეთ, ეს ყველაფერი ჩვენთვისა“ - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

28-05-2020, 16:06

428 - ჯერ



მინდა, გაგამხნევოთ, რომ ის მოვლენები, რომლებიც წარსულში, დღეს არის ან მომავალში იქნება მთელს მსოფლიოში, ეს გამოცხადებები, განსაცდელი, ყველაფერი უწყობს ხელს, რომ ჩვენც ავმაღლდეთ, ეს ყველაფერი ჩვენთვისაა, ადამიანი ცხოვრობს გარკვეული მისიით, გარკვეული მიზნით, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. პატრიარქმა მრევლს ამაღლების დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ უფლის მსგავსად, ყველა ადამიანის ამაღლება უნდა მოხდეს. მისი თქმით, „ადამიანის ცხოვრება არის წუთისოფელი, ჩვენ აქ დროებით ვართ, ჩვენ ვართ სტუმრები და ეს სტუმრობა ადრე თუ გვიან დამთავრდება“.

„ჩვენ ვიცით თქმა, „ღმერთს ებარებოდეთო“. სანამ ამ მიწაზე ვართ, ღმერთს ვებარებოდეთ, მაგრამ მომავალში მუდმივად უფალთან უნდა ვიყოთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი თავისთვის კი არ ვცხოვრობთ, ჩვენ ვცხოვრობთ სხვებისთვის. ადამიანი რომ იყოს ბედნიერი, უნდა იცხოვროს სხვებისთვის, სხვა უნდა გაახაროს. გაიხარეთ წუთისოფელსა შინა. როცა ჩემთან მოდიან სტუმრები, მოაქვთ ყვავილები, საჩუქრები, მე ვეუბნები მათ, თქვენც ასე უთხარით სტუმრებს, გაიხარეთ და გაგვახარე. ადამიანი სიხარულისთვისაა გაჩენილი, მწუხარებისთვის კი არა, ღმერთი არის სიყვარული. ასე რომ, არ შეგეშინდეთ, არ დაითრგუნოთ გონება, იმედი არ დაკარგოთ, ღმერთი მუდამ თქვენთანაა. გაიხაროს საქართველომ და მთელმა მსოფლიომ, ჩვენთან არს ღმერთი“, - განაცხადა პატრიარქმა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ასევე აღნიშნა, რომ ის ბოდბეში გაემგზავრება, სადაც 1 ივნისს ნინოობის დღესასწაულზე წირვა აღევლინება.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები