ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა პოლიტიკური განცხადებები გააკეთა

ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა პოლიტიკური განცხადებები გააკეთა

28-05-2020, 19:24

619 - ჯერ



ბოდბელი მიტროპოლიტი, მეუფე იაკობი ოპოზიციური პარტიების ნაწილს მოუწოდებს, გონს მოეგონ და ეკლესიასთან ბრძოლა შეწყვიტონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ იმუქრება, თუმცა მისგან პასუხს მიიღებენ და პოლიტიკოსების ნაწილი დაზიანდება. მეუფე იაკობის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობას ზოგმა იმიტომ მისცა ხმა, რომ ეგონათ ტაძრებს დაკეტავდნენ. მისივე თქმით აღდგომის შემდეგ ეკლესიის კლასტერს ბევრი ელოდა, თუმცა სწორედ წირვა-ლოცვებმა გადაარჩინა საქართველო. მეუფე იაკობმა ასევე აღნიშნა, რომ ეკლესიას პარტიული ტელევიზიებიც უტევენ. ბოდბელმა მიტროპოლიტმა ეკლესიისთვის ტყის გადაცემაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ თუ საჭირო იქნება ეკლესია ტყეს სახელმწიფოს უკან დაუბრუნებს.

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები