გურჯაანში ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის სავაჭრო ობიექტები გაიხსნა

გურჯაანში ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის სავაჭრო ობიექტები გაიხსნა

1-06-2020, 15:31

1380 - ჯერ



დღეს, გურჯაანში ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ბაზრობა და მაღაზიები გაიხსნა. მფლობელებს სპეციალური რეკომენდაციების დაცვა უწევთ. ობიექტში შესვლამდე მომხმარებლები გადიან დეზობარიერს და უტარდებათ თერმოსკრინინგი. გარდა ამისა აუცილებელი პირობაა, რომ ეკეთოთ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია. შეგახსენებთ, რომ ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის სავაჭრო ობიექტები კორონავირუსის პანდემიის გამო 19 მარტს დაიკეტა.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები