კახეთში ლუგარის ცენტრიდან მოსული 59 ნიმუშის პასუხი კოვიდ 19-ზე ნეგატიურია

კახეთში ლუგარის ცენტრიდან მოსული 59 ნიმუშის პასუხი კოვიდ 19-ზე ნეგატიურია

4-06-2020, 11:26

727 - ჯერ



კახეთში ლუგარის ცენტრიდან მოსული 59 ნიმუშის პასუხი კოვიდ 19-ზე ნეგატიურია. ამ დროისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 მოქალაქე. 5 საკარანტინე სივრცეში კი 186 ადამიანი რჩება. ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. ასევე მიმდინარეობს გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირებაც. კერძოდ კორონავირუსზე კვლევა უტარდება სამედიცინო პერსონალს, შშმ პირებსა და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარებსა და მათ მომვლელებს, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლებს, კარანტინში მყოფ პირებსა და კარანტინის მომსახურე სასტუმროს პერსონალს, ასევე საბაჟოს თანამშრომლებს. სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 4280 ნიმუში, აქედან 1352 მედპერსონალია, 1559 კარანტინის ვიზიტორების და სასტუმროს პერსონალი, შშმ პირი - 223, ტრაილერის მძღოლი კი 26.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები