კახეთში ლუგარის ცენტრიდან მოსული ნიმუშების პასუხი კოვიდ 19-ზე ნეგატურია

კახეთში ლუგარის ცენტრიდან მოსული  ნიმუშების პასუხი კოვიდ 19-ზე ნეგატურია

8-06-2020, 10:54

639 - ჯერ



კახეთში ლუგარის ცენტრიდან 10 ნიმუშის პასუხი მოვიდა. ყველა მათგანი კორონავირუსზე ნეგატიურია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით, თვითიზოლაციაში იმყოფება 1 მოქალაქე, 4 საკარანტინე სივრცეში კი 99 მოქალაქე რჩება. ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. ასევე მიმდინარეობს გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირებაც. კერძოდ კორონავირუსზე კვლევა უტარდება სამედიცინო პერსონალს, შშმ პირებსა და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარებსა და მათ მომვლელებს, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლებს, კარანტინში მყოფ პირებსა და კარანტინის მომსახურე სასტუმროს პერსონალს, ასევე საბაჟოს თანამშრომლებს. სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 4636 ნიმუში, აქედან 1484 მედპერსონალია, 1728 კარანტინის ვიზიტორების და სასტუმროს პერსონალი, შშმ პირი - 223, ტრაილერის მძღოლი კი 33.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები