კახეთში 118 ადამიანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

კახეთში 118 ადამიანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

18-06-2020, 12:30

660 - ჯერ



კახეთში ლუგარის ცენტრიდან კიდევ 118 ნიმუში მოვიდა და ყველა მათგანი უარყოფითია. დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში არავინ არ იმყოფება. რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 3 ლოკაციაზე 71 მოქალაქე იმყოფება. როგორც ცნობილია, მიზნობრივ ტესტირებას დაქვემდებარებულ უკვე კარგად ცნობილ რისკ-ჯგუფებს ( კარანტინის ბენეფიციარები, კარანტინის პერსონალი, შშმ პირები და მათი მომვლელები, საერთაშორისო გადაზიდვის მძღოლები, საბაჟოს თანამშრომლები, კოვიდ, ცხელების და სხვა სტაციონარების მედპერსონალი, ტუბპაციენტები), დაემატა: ფსიქიატრიული და ტუბდაწესებულებების პერსონალი, დიალიზზე მყოფი პაციენტები და მათი პერსონალი, პირველადი ჯანდაცვის პერსონალი, მათ შორის სოფლის ექიმები და ექთნები, პენიტენციური სამსახურის და შსს თანამშრომლები, ვისაც შეხება აქვთ ბრალდებულთან, საქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლები. კოვიდ და ცხელების ცენტრების კონტიგენტის გარდა, ვისაც ტესტირება უტარდება 7 დღეში ერთხელ, დანარჩენს ტესტირება უტარდება 14 დღის პერიოდულობით. სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 5176 ნიმუში, აქედან 1735 მედპერსონალია, 1850 კარანტინის ვიზიტორების და სასტუმროს პერსონალი, შშმ პირი - 243, ტრაილერის მძღოლი 33.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები