კახეთში covid-19-ით დაინფიცირებულ ქალს ორმხრივი პნევმონია აქვს

კახეთში covid-19-ით დაინფიცირებულ ქალს ორმხრივი პნევმონია   აქვს

23-06-2020, 14:30

359 - ჯერ

კახეთში,თელავის მუნიციპალიტეტის, სოფელ ყარაჯალაში, სავარაუდოდ, კორონავირუსით დაინფიცირებულ ქალს ორმხრივი პნევმონია დაუდგინდა. ამის შესახებ თელავის რაიონული საავადმყოფოს დირექტორმა ზურაბ ხაჩიშვილმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, პაციენტი თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქალს PCR ტესტი თელავის რაიონულ საავადმყოფოში გაუკეთდა. იგი ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნა და დღეს დილით დადებითი პასუხი მოვიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალი თბილისის ერთ-ერთ ბაზარში პროდუქტს ყიდდა. ყარაჯალაში კი 2 დღის წინ ტაქსით დაბრუნდა. скачать dle 10.3фильмы бесплатно

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები