თელავში საცხოვრებელი კორპუსები გამრიცხველიანდება

თელავში საცხოვრებელი  კორპუსები  გამრიცხველიანდება

24-06-2020, 11:47

113 - ჯერ

ქალაქ თელავში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით საცხოვრებელი კორპუსების გამრიცხველიანება მიმდინარეობს. ხუთ მრავალსართულიან ბინაში სამუშაოები უკვე დასრულდა. პროცესი კახეთის გუბერნატორმა თელავის მუნიციპალიტეტის მერთან და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. შეგახსნებთ, რომ თელავში წყალმომარაგების სისტემა ამორტიზებულია, რის გამოც მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა სამი ახალი ჭაბურღილი და ბინები ინდივიდუალურად გამრიცხველიანდება. სამუშაოები შემოდგომაზე დასრულდება, რის შემდეგაც თელავის მოსახლეობას წყლის მიწოდება გაუუმჯობესდება. პროექტის განხორციელებაზე 3 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.скачать dle 10.3фильмы бесплатно

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები