ყარაჯალაში ინფიცირებული ქალის სიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ყარაჯალაში  ინფიცირებული ქალის სიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

24-06-2020, 16:14

213 - ჯერ

სოფელ ყარაჯალაში მცხოვრები ინფიცირებული ქალის სიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. გუშინ, ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ნიმუშების პასუხი დღეს გახდა ცნობილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თავად 63 წლის ქალის დაინციფირების წყარო უცნობია. სპეციალისტებმა კონტაქტები უკვე გამოიკვლიეს და როგორც გაირკვა, მას მხოლოდ ოჯახის სამ წევრთან ჰქონდა ურთიერთობა. რაც შეეხება კლინიკას, სადაც დაინფიცირებული ქალი იყო მოთავსებული, საავადმყოფო სპეციალური ხსნარებით უკვე დაამუშავეს და ნიმუშები მასთან კონტაქტში მყოფ მედიკოსებსაც აუღეს. ცნობილია, რომ არცერთ ექიმს ამ ეტაპზე კორონავირუსი არ აქვს. დიდუბის ბაზრის მოვაჭრე დაინფიცირებული ქალის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. ის სოფელ ყარაჯალაში თბილისიდან რელიგიურ რიტუალზე დასწრებას შვილთან, შვილიშვილთან და სიძესთან ერთად აპირებდა, თუმცა ჩამოსვლიდან მალევე თავი შეუძლოდ იგრძნო და მედიკოსებს მიმართა. ქალს სოფელში შეხება არავისთან ჰქონია, ამიტომ სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს არის შემოტანილი და კახეთის შემთხვევად არ განიხილება.скачать dle 10.3фильмы бесплатно

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები