ჩუმლაყში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

ჩუმლაყში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

29-06-2020, 16:43

1560 - ჯერ

ჩუმლაყში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. გავრცელებული ინფორმაციით, ის პოლიციას თავად ჩაბარდა. 50 წლამდე მამაკაცი ამჟამად კახეთის პოლიციის სამმართველოში იმყოფება და მისი დაკითხვა მიმდინარეობს. შემთხვევა გუშინ საღამოს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მოხდა. სროლის შედაგად სოფელ ახაშნის მკვიდრი, 30 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. დაიჭრა ერთი. ის სოფელ ჩუმლაყიდანაა. დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მამაკაცს ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული. გავრცელებული ინფორმაციით, სროლას წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. დაპირისპირების მონაწილეები სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. მოხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.скачать dle 10.3фильмы бесплатно

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები