ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა კახეთში სამი პირი დააკავეს

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა კახეთში სამი პირი დააკავეს

1-07-2020, 08:31

988 - ჯერ



ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომელი დააკავეს. მასთან ერთად დაკავებულია კიდევ ორი პირი. გამოძიების ინფორმაციით, ინდივიდუალურმა მეწარმემ და მასთან დაახლოებულმა პირმა შესაბამისი ნებართვის გარეშე, გურჯაანისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში უკანონოდ მოიპოვეს ათასობით კუბური მეტრი ინერტული მასალა, დაამზადეს 140 ერთეული ყალბი სასაქონლო ზედნადები და სხვადასხვა ფირმას მიჰყიდეს. დანაშაულებრივ საქმიანობაში დახმარებას მათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომელი უწევდა. დანაშაული- სასჯელის სახით 6 - დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები