როგორია ეპიდსიტუაცია კახეთში

როგორია ეპიდსიტუაცია კახეთში

1-07-2020, 11:43

133 - ჯერ

სოფელ ყარაჯალაში კორონავირუსის 2 დადასტურებულ შემთხვევასთან დაკავშირებით ეპიდკვლევა გაგრძელდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით, შედეგად გამოიკვეთა ახალი გარემოებები. კარანტინში 2, თვითიზოლაციაში კი 5 პირი გადაიყვანეს. 13 კონტაქტირებულ პირს ჩაუტარდა პირველადი ტესტირება. გამოკვლევის შედეგები უარყოფითია. რაც შეეხება მონაცემებს რეგიონის მასშტაბით, კახეთიდან ლუგარის ცენტრში 59 ნიმუში გაიგზავნა, ყველა ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია. 30 ივნისის მონაცემებით, თვითიზოლაციაში იმყოფება 7 მოქალაქე, სამ საკარანტინე სივრცეში კი 117 მოქალაქე რჩება.скачать dle 10.3фильмы бесплатно

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები