ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს პირბადის მოხსნა შეეძლებათ

ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს პირბადის მოხსნა შეეძლებათ

3-07-2020, 15:54

539 - ჯერ



ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს პირბადის მოხსნა შეეძლებათ. ხელისუფლებამ გამოცდების ჩატარების ახალი წესები გუშინ გამოაქვეყნა. პრემიერ- მინისტრის განმარტებით, გადაწყვეტილება ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებსა და ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღეს. დაზუსტდა, რომ აბიტურიენტებს პირბადის მოხსნის შესაძლებლობა მხოლოდ გამოცდის დაწერის დროს ექნებათ და ისიც მაშინ, თუ კონდიციონერი ჩართული არ იქნება. ნიღაბი სავალდებულოა ასევე, თუ აბიტურიენტს 37.0 C- ზე მეტი ტემპერატურა ან რესპირატორული რომელიმე სხვა სიმპტომი აღენიშნება. შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 6დან 25 ივლისს ჩათვლით ჩატარდება. სიახლეს დადებითად აფასებენ გურჯანელი აბიტურიენტები.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები