NDI-ს კვლევა-როგორია საზოგადოებრივი აზრის შედეგები კორონავირუსთან დაკავშირებით

NDI-ს კვლევა-როგორია საზოგადოებრივი აზრის შედეგები კორონავირუსთან დაკავშირებით

28-07-2020, 13:49

169 - ჯერ

მოქალაქეების 73% ფიქრობს, რომ ქვეყანაში ვირუსის შედარებით დაბალი გავრცელება მთავრობისა და ექიმების მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგია, 17% კი ამას ქართულ გენეტიკასა და რელიგიას უკავშირებს-კვლევის შედეგებს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) ავრცელებს. ამავე კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობას კორონავირუსის შესახებ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია აღელვებს, თუმცა ამავდროულად დარწმუნებულია, რომ ტყუილისა და სიმართლის გარჩევა შეუძლია. გამოკითხული მოსახლეობის 84 პროცენტი ინფორმაციას ტელევიზიიდან, 41 პროცენტი კი სოციალური ქსელებიდან იღებს.
როგორც NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევაშია აღნიშნული, გამოკითხული მოქალაქეების 59% დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ენდობა. ხელისუფლების მიერ მოწოდებულ ინფორმაცია სანდოა გამოკითხულთა 44 პროცენტისთვის, ხოლო მედიას ენდობა 18%. რაც შეეხება Facebook-ზე მიღებული ინფორმაციის სანდოობას, გამოკითხულთა 61%
ამბობს, რომ ინფორმაციის წყაროს ან მედია საშუალებას აკვირდება, 37 პროცენტი კი საკუთარ ინსტიქტებს ენდობა.
ამასთან, NDI-ის კვლევის მიხედვით, ლუგარის ლაბორატორიამ გამოკითხულთა უმრავლესობისგან პოზიტიური შეფასება დაიმსახურა. მოქალაქეების 66 პროცენტი ფიქრობს, რომ ლუგარის ლაბორატორიამ საქართველოში კორონავირუსის გავრცელებას ხელი შეუშალა.
გარდა ამისა, მოსახლეობის 80 პროცენტი კვლავ ღელავს, რომ ის ან მისი ახლობელი კორონავირუსით დაინფიცირდება. თუმცა, ამის მიუხედავად, მოსახლეობის თითქმის ნახევარი (46 პროცენტი) ამბობს, რომ კორონავირუსის ვაქცინის არსებობის შემთხვევაში არ აიცრებოდა (38 პროცენტი აიცრებოდა).
კვლევა 26-30 ივნისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 1,550 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა. საშუალო ცდომილების ზღვარი შეადგენს +/- 2 პროცენტს.скачать dle 10.3фильмы бесплатно

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები