სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა კახეთში შეხვედრა გამართა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა კახეთში შეხვედრა გამართა

1-08-2020, 09:25

126 - ჯერ

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ქვეყნის მასშტაბით საჯარო უწყებებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს. მორიგი შეხვედრა ქალაქ თელავში გაიმართა. მიზანი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის შესახებ მონაწილეთა ინფორმირება, არსებულ გამოწვევებზე მსჯელობა და რეგიონებში არსებულ სახელმწიფო უწყებებსა და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავებაა. ღონისძიების ფარგლებში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებმა სტუმრებს მიაწოდეს ინფორმაცია სამსახურის მიერ წლის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების, ტენდენციებისა და სტატისტიკური მონაცემების შესახებ. ასევე აქტიურად განიხილეს ის ძირითადი გამოწვევები, რომლებსაც სამსახური თავისი საქმიანობის პროცესში აწყდება. თავის მხრივ მონაწილე ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დასვეს კითხვები და გამოთქვეს მოსაზრებები მათთვის აქტუალურ საკითხებზე. დასასრულს განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. ასეთივე შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები