კახეთის გუბერნატორი თანამდებობას ტოვებს.

კახეთის გუბერნატორი თანამდებობას ტოვებს.

1-08-2020, 09:31

273 - ჯერ

დღეს ირაკლი ქადაგიშვილი სახელმწიფო რწმუნებულის ამპლუაში მედიის წარმომადგენლებს ბოლოჯერ შეხვდა და მუშაობის 4 წელი შეაჯამა. გუბერნატორმა ვრცლად ისაუბრა განხორციელებულ პროექტებზე, ასევე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს. ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, მუნიციპალიტეტებთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან უშუალო თანამშრომლობით რეგიონში წლების მოუგვარებელი პრობლემები გადაიჭრა. როგორიცა გურჯაანში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა, შემოვლითი გზები, საზოგადოებრივი და ინოვაციური ცენტრები. შეგახსენებთ, რომ ირაკლი ქადაგიშვილი „ქართულმა ოცნებამ“ თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დაასახელა. დაკავებული თანამდებობიდან გადადგომას მას საარჩევნო კოდექსი ავალდებულებს. კახეთის გუბერნატორის მოვალეობას პირველი მოადგილე ირაკლი შიოშვილი შეასრულებს.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები