გურჯაანელ მეწარმეებს პროდუქციაზე წარმოშობის სერტიფიკატის აღება ადგილზე შეუძლიათ

გურჯაანელ მეწარმეებს პროდუქციაზე წარმოშობის სერტიფიკატის აღება ადგილზე შეუძლიათ

1-08-2020, 09:34

123 - ჯერ

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ადგილობრივ მეწარმეებს პროდუქციაზე წარმოშობის სერტიფიკატის აღება ადგილზე, დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე შეუძლიათ. ასევე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრში ისინი ,,ერთი ფანჯრის პრინციპით“ სწრაფად და მარტივად ისარგებლებენ ყველა სახის საბაჟო პროცედურით. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიის წარმომადგენლებს აქვთ შესაძლებლობა ადგილზე მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია საბაჟოს ელექტრონული სერვისების, სასაქონლო კოდების, ნებართვებისა და საბაჟო გადასახდელების შესახებ. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების თანახმად, საქართველოდან ექსპორტირებულ 9 ათასზე მეტი დასახელების პროდუქციაზე გაუქმებულია საბაჟო გადასახადი. ამისთვის კი საჭიროა, რომ მას წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატი - EUR.1 უნდა გააჩნდეს.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები