კახეთში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

კახეთში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

21-09-2020, 11:08

260 - ჯერ

კახეთში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით, ერთი ახალი ინფიცირებული ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელში მცხოვრები 61 წლის მოქალაქეა. ის თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში პნევმონიის დიაგნოზით იმყოფებოდა, სადაც კოვიდ ინფექცია დაუდასტურდა და კოვიდ კლინიკაში გადაიყვანეს. ყვარლის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიერ მოძიებულია მისი 10 კონტაქტი, მათ შორის ექიმი, რომელთანაც იყო კონსულტაციაზე. ყველა მათგანი თვითიზოლაციაში იმყოფება. რაც შეეხება წყაროს, პაციენტის ოჯახის წევრებს აქვთ ბათუმში მოგზაურობის ისტორია და შესაძლებელია მათ ქონდათ კოვიდის უსიმპტომპო ფორმა, წყაროს გარკვევის მიზნით დაავადებული ქალბატონის ოჯახის წევრებს ჩაუტარდებათ სეროლოგიური კვლევა.
რაც შეეხება მეორე შემთხვევას, 62 წლის პაციენტი მატნის კლასტერს უკავშირდება. ის 13 სექტემბერს დადასტურებული შემთხევის კონტაქტია და კლინიკაში მეუღლესა და სამ შვილთან ერთად იმყოფებოდა.
სულ კახეთში 37 შემთხვევაა დაფიქსირებული. ლაგოდეხი -11, მატანი - 16, ველისციხე - 7, სიღნაღი - 2, ყვარელი -1 შემთხვევა.скачать dle 10.3фильмы бесплатно

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები